რეზერვი არის მაღალი კლასის, დახვეწილი რესტორანი თბილისში. სეზონურ მენიუებს ქმნის შეფ-მზარეული ტომი რისანენი, რომელმაც კარიერა ფინეთში დაიწყო და მუშაობდა დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, სადაც ადრე საკუთარ რესტორანს ხელმძღვანელობდა. მისი კულინარიული ხელწერა ეფუძნება კლასიკურ ფრანგულ ტექნიკას, სკანდინავიური მიდგომითა და ზომიერი აზიური გავლენით. სამზარეულო იყენებს ჩვენივე ფერმის პროდუქტებს, აქვს შიდა საცხობი და საუზმის მენიუ. რესტორანი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ოლივერ უორდროპის სახელობის პატარა სკვერში, საქართველოს პარლამენტის უკან. რეზერვი მუშაობს დისკრეტულ, შვიდმაგიდიან ფორმატში.
რეკომენდებულია წინასწარი ჯავშნები, მაგიდების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე.
დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ.
სადეგუსტაციო მენიუები შედგენილია ერთ ადამიანზე.
გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ ნებისმიერი დიეტური შეზღუდვების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვემსახუროთ სტუმრებს, ალერგიებისა და დიეტური მოთხოვნების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე, ყველა ინგრედიენტის ჩანაცვლება გარანტირებული არ არის.
სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა ერთ მაგიდასთან შეადგენს 10-ს. ეს ვარიანტი აუცილებლად წინასწარ უნდა გქონდეთ მოთხოვნილი და დადასტურებული. უფრო დიდი ზომის მაგიდების მოთხოვნა, რესტორნის სივრცისა და ფორმატის გათვალისწინებით, შეუძლებელია.
მენიუში მითითებული ფასები მოიცავს ყველა გადასახადს და მომსახურების საფასურს.
ჯავშნის გაუქმების, ცვლილების ან დაგვიანების შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ შეატყობინოთ რესტორანს.
Château Leuville-ის ღვინოებზე, წასაღებად შეძენის შემთხვევაში, მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
ჩვენი ღვინის მარნიდან წარმოდგენილი ყველა სხვა დასახელების ღვინო ხელმისაწვდომია 10%-იანი ფასდაკლებით.
ძაღლები დაიშვებიან იმ შემთხვევაში, თუ მათი წონა არ აღემატება 5 კგ-ს და მუდმივად იმყოფებიან სპეციალურ სატარებელში ან პატრონის ხელში.
სამზარეულოს სამუშაო საათები
09:00–14:00 — საუზმე
14:00–22:00 — ა ლა კარტე და სადეგუსტაციო მენიუ
(ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, კვირა)
14:00–23:00 — ა ლა კარტე და სადეგუსტაციო მენიუ
(პარასკევი, შაბათი)
რესტორნის სამუშაო საათები:
რესტორანი ღიაა ყოველდღე 00:00 საათამდე